თავდაცვის მინისტრმა სამხედროებთან ერთად ტაძრები მოილოცა

03/06/2017

თავდაცვის მინისტრმა სამხედროებთან ერთად ტაძრები მოილოცა შაბათი დღე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სამხედროებთან ერთად კახეთში გაატარეს. თავდაცვის უწყების ხელძღვანელმა პირებმა და სამხედრო მოსამსახურეებმა ჯერ ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი მოილოცეს, შემდეგ კი, XVI საუკუნის ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი და V საუკუნეში აგებული ძველი შუამთის მონასტერი მოინახულეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0