თავდაცვის მინისტრმა ჩინელ დიპლომატს უმასპინძლა

29/03/2017

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ძი იანჩის შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებებზე ისაუბრეს. ჩინელ დიპლომატთან შეხვედრაზე ყურადღება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტის დეტალებზე გამახვილდა, რომელიც უახლოეს მომავალში განხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0