თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2017“-ის ძირითადი დაგეგმვის კონფერენცია ჩატარდა

10/10/2017

თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2017“-ის ძირითადი დაგეგმვის კონფერენცია ჩატარდა. კონფერენცია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ გახსნა. „დიდგორი 2017“ სამთავრობო უწყებათშორის სამეთაურო-საშტაბო სწავლებას წარმოადგენს და კრიზისული და საომარი სიტუაციების დროს სამთავრობო უწყებებს შორის ურთიერთქმედების დახვეწას ისახავს მიზნად.
სწავლების საბოლოო დაგეგმვის კონფერენციაზე ხელმძღვანელობამ მიწვეულ სტუმრებს სწავლების ჩატარების გეგმა, „დიდგორი 2017“-ის პირობითი სცენარი და ადმინისტრაციული საკითხები გააცნო. სწავლების სცენარის მიხედვით, სამთავრობო უწყებებს ჰიბრიდული ომისა და სხვა გამოწვევების ფონზე მოუწევთ ურთიერთქმედება.
სწავლებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა სამინისტროებისა და უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და
კრიზისების მართვის საბჭოს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციები.
სწავლება „დიდგორი 2017“ ნოემბერში ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და
კრიზისების მართვის საბჭოსა და სენაკში II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0