თავდაცვის სამინისტროს ბიბლიოთეკართა გადამზადების კურსები დაიწყო

02/10/2017

თავდაცვის სამინისტროს ბიბლიოთეკართა გადამზადების კურსები დაიწყო საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თავდაცვის სამინისტროს ბიბლიოთეკართა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები დაიწყო. თავდაცვის უწყებაში არსებული ბიბლიოთეკების თანამშრომლებს კურსები საბიბლიოთეკო დოკუმენტების აღრიცხვისა და კანონმდებლობის, აქტების შედგენის, ფონდების დაკომპლექტების, ინვენტარიზაციის, კატალოგების აღწერისა და პროექტების შედგენის შესახებ ჩაუტარდებათ. ტრენინგები 4 დღე გაგრძელდება, რის შემდეგაც თავდაცვის სამინისტროს ბიბლიოთეკარებს ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები შესაბამის სერთიფიკატებს გადასცემენ. ბიბლიოთეკართა გადამზადების კურსები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. უწყებებს შორის მემორანდუმი 2017 წლის 26 ივნისს გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ მოაწერეს. მემორანდუმის მიზანი მხარეებს შორის სხვადასხვა სახის კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიების განხორციელების ხელშეწყობაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0