თავდაცვის სამინისტროს ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრის წარმომადგენლები სტუმრობენ

25/07/2017

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორდღიანი ვიზიტით ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრის (NATO StratCom COE) წარმომადგენლები ეწვივნენ.
სტუმრებს დღეს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში(DIB) უმასპინძლეს. DIB სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგნელებმა სტუმრებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის აკადემიურისაქმიანობა გააცნეს. შეხვედრის მთავარი თემა DIBსკოლაში სტრატეგიული კომუნიკაციების კურსის შექმნასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები იყო. მხარეებმა იმსჯელეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ერთ-ერთ ინციატივაზე – სტრატეგიულ კომუნიკაციებზე, რომელიც მიზნად თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე უწყებათშორისი კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და სამიზნე აუდიტორიებთან გზავნილებისა და ღონისძიებების ეფექტურ კომუნიკაციას ისახავს.
შეხვედრასმთავრობის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები დაესწრნენ.
თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრს შორის ორმხრივი ურთიერთობები მხარებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმითაა განსაზღვრული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0