თავდაცვის სამინისტროში ესპანეთის თავდაცვის ატაშეს უმასპინძლეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა ესპანეთის სამეფოს თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ცეზარ გუტიერეს დე ლა კამარა არას უმასპინძლა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლელა ჩიქოვანმა ესპანელ დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მან ესპანეთის თავდაცვის ატაშეს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოების გარემოს შეეხო. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს წვლილი.
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პოლკოვნიკ ცეზარ გუტიერეს დე ლა კამარა არას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებაში ესპანელი ექსპერტის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრას თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოში ესპანეთის საელჩოს ოფიციალური წარმომადგენლები დაესწრნენ.

Visited 127 times, 1 visit(s) today