თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაშავებული ქართველი სამხედროების მდგომარეობაზე ინფორმაციას აქვეყნებს

07/09/2017

ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაშავებული ქართველი სამხედროების – სერჟანტის გიორგი წიქარიშვილისა და პირველი კლასის რიგითის ირაკლი კუჭუხიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მკურნალობის შემდგომი ეტაპის გასავლელად მათი გერმანიაში გადაყვანა იგეგმება. უფროსი ლეიტენანტის ივერი ბუაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა ექიმების განცხადებით, მკურნალობის პროცესში დადებითი დინამიკა შეიმჩნევა.
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად გუშინ დაშავდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0