თავისუფალ ტურისტულ ზონაში სტადიონები შენდება

02/03/2016

მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ირაკლი ცეცხლაძემ ინფრატრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონაში სპორტული მოედნების მოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია საფეხბურთო და კალათბურთ-ფრენბურთის სტადიონების მოწყობა, რომლის განხორციელებისთვისაც 462 190 ლარია გათვალისწინებული.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა სათამაშო მოედნები, მაყურებელთა ტრიბუნები, გასახდელები, საშხაპეები. კალათბურთ-ფრენბურთის მოედანზე ხელოვნური საფარი მოეწყობა, ხოლო საფეხბურთო მოედანი ბუნებრივი საფარით დაიფარება.
სტადიონების სამშენებლო სამუშაოების დასრულება მაისის თვეში იგეგმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0