თავისუფლების მოედანზე არსებული თბილისის საკრებულოს ავტოსადგომი გაუქმდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეიდან, თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობის წინ არსებული პარკინგი გაუქმდება. აღნიშნული ინიციატივით, დედაქალაქის საკრებულომ მერიას მიმართა. საპარკინგე ადგილები საკრებულოს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის გამოიყენებოდა და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, მოძრაობის შეფერხებას იწვევდა. გარდა ამისა, ავტოსადგომი საკრებულოს ისტორიული შენობისა და თავად მოედნის ესთეტიურ სახეს ლახავდა.

“დარწმუნებული ვარ, თბილისელები აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმებიან,“ – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

Visited 132 times, 1 visit(s) today