თავშესაფრის მოთხოვნა და თავშესაფრით დაკმაყოფილება, ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არის დევნილი პოლიტიკური წნეხის გამო

19/02/2018

„თავშესაფრის მოთხოვნა და თავშესაფრით დაკმაყოფილება, ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არის დევნილი პოლიტიკური წნეხის გამო, პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვის გამო და ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. ასეთი შემთხვევების დაკმაყოფილება საერთოდ არ მოხდა გასულ წელს, რადგანაც საქართველო არის თავისუფალი ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკურ თავისუფლებებს და ბევრად უკეთ არის დაცული ადამიანის უფლებები, ვიდრე ეს იყო წლების წინ. საქართველო ევროკავშირის ექვსმა წევრმა ქვეყანამ უკვე აღიარა უსაფრთხო ქვეყნად ადამიანის უფლებების კუთხით და თავისუფლებების კუთხით, შესაბამისად, ეს მოთხოვნა ხშირ შემთხვევაში არის არალეგიტიმური და არ კმაყოფილდება“ – საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე მასმედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0