თაზო ფაცაციამ გამსახურდიას ქუჩის II შესახვევში მიმდინარე წყალარინების სისტემის მშენებლობა დაათვალიერა

12/09/2017

თაზო ფაცაციამ გამსახურდიას ქუჩის II შესახვევში მიმდინარე წყალარინების(კანალიზაციის) სისტემის მშენებლობა დაათვალიერა და ამ ეტაპისთვის განხორციელებული სამუშაოების შესახებ მიიღო ინფორმაცია.
„ზუგდიდში გერმანული კომპანია „Ludwig Pfeiffer“ ახორციელებს ფართომასშტაბიან პროექტს. დღეისთვის, ზუგდიდის მოსახლეობის 70%-მდე შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, ვერ სარგებლობს საკანალიზაციო სისტემით, რაც, თავისმხრივ, მთელ რიგ პრობლემებს იწვევს. 2019 წლის ბოლოსთვის, როცა დასრულდება წყალარინების ქსელების მშენებლობა, ზუგდიდში ამ მიმართულებით არსებული პრობლემა სრულად აღმოიფხვრება. ასევე, აშენდება გამწმენდი ნაგებობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის ღირებულებაც 84 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. მშენებლობაზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული“- ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თაზო ფაცაციამ.
აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, იგეგმება 178 კმ-იანი წყალარინების (კანალიზაციის) ქსელის მოწყობა და წყალარინების სატუმბი სადგურის მშენებლობა.
ზუგდიდში, ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს ცენტრალიზებული წყალმომარაგების 250 კმ-იანი ქსელის მოწყობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0