თათია დოლიძის შემთხვევა არ არის პირველი, როდესაც ქალი ხდება განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი მისი საზოგადოებრივი აქტიურობისა თუ წარმატების გამო

18/07/2017

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო თათია დოლიძის მიმართ გავრცელებულ ძალადობრივ განცხადებებს ეხმიანება
საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო კატეგორიულად გმობს გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლის, თათია დოლიძის მიმართ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ძალადობრივ განცხადებებს .
საბჭოს შეფასებით, თათია დოლიძის შემთხვევა არ არის პირველი, როდესაც ქალი ხდება განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი მისი საზოგადოებრივი აქტიურობისა თუ წარმატების გამო.
მსგავსი უხეში ფორმები ხშირად გამოიყენება ქალის საჯარო სივრციდან განდევნის საშუალებად, რაც პრინციპულად მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
საბჭო მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას და ინტერესით ელოდება გამოძიების შედეგებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0