თამარ მეფის გამზირზე, საავტომობილო მაგისტრალზე ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი ხიდი აშენდება. ქ. ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე ფეხით მოსიარულეთა ხიდის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი ბათუმის მერიამ 24 აგვისტოს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 1-ელ სექტემბერს იწყება და 4 სექტემბერს სრულდება. ლითონის კონსტრუქციის ხიდის მშენებლობისთვის ბათუმის ბიუჯეტში 186 100 ლარია გათვალისწინებული. ტექნიკური პირობების შესაბამისად, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა, ასევე, მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს სამუშაოებთან დაკავშირებული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა გარემოზე. ფეხით მოსიარულეთა ხიდის მშენებლობა 2017 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.