თამარ მშვენიერაძეს 100 წლის იუბილე მუნიციპალიტეტის მერმა მიულოცა

17/11/2017

100 წლის იუბილე, თამარ მშვენიერაძეს მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ მიულოცა. მან უხუცეს ქალბატონს ჯანმრთელობა, მხნეობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა. 100 წლის იუბილე თამარ მშვენიერაძეს, სოციალური სამსახურის უფროსმა და სანახშირის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნუგზარ ფერაძემაც მიულოცეს. თამარ მშვენიერაძემ სტუმრებს პირადად მასპინძლობდა. მათთან ერთად სადღეგრძელოც შესვა და საუკუნის წინანდელი ამბებიც გაიხსენა. მხრცოვანი ქალბატონი, სოფელ სანახშირეში ცხოვრობს. 100 წელი მას 2017 წლის 17 ნოემბერს შეუსრულდა. თამარ მშვენიერაძეს 4 შვილი, 13 შვილიშვილი, 25 შვილთაშვილი და 18 შვილთაშვილისშვილი ჰყავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0