თამარ სანიკიძეს პასკვილი შეუთხზეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მე ვიცი მთავრობის პოზიცია, და ვერ დავინახე, რომ რომელიმე მინისტრმა არ გასცა პასუხი ჩემთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
“მოთხოვნილება სიმაღლის მიხედვით დავეწყოთ ყველანი, ტელევიზორში გამოვვარდეთ და მხარდამჭერი განცხადებები ვაკეთოთ, არ მქონია. ამის მოთხოვნილება გიჩნდება მაშინ, თუ ეჭვები გაქვს….
ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ მეც არ დავუჭირე მხარი, არც მე არ ჩამიტარებია პრესკონფერენცია და ამ წუთამდე არც არავის მოუსმენია ჩემი განცხადება იმ ცნობილ პროცესთან დაკავშირებით, ხელმოწერები რომ შეგროვდა და თამარ სანიკიძე ქვეყნის, ქრისტიანობის და ლამის ყველაფრის მგმობელად და დამღუპველად გამოაცხადეს.
ბოდიშს ვიხდი, არ მქონია შესაძლებლობა განცხადების გაკეთების. მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ამაზე მე სხვა აზრი მაქვს? რომ ის განცხადება თუ პასკვილი, რომელიც შეუთხზეს განათლების მინისტრს სწორია?
არის რაღაცეები, რაც ჩვეულებრივი ამბავია და არ გიჩნდება კითხვები”,- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

Visited 230 times, 1 visit(s) today