თამარ ტალიაშვილმა და ზურაბ ქადაგიძემ ფესტივალის „პატარა ხელებით“ გახსნაში მიიღეს მონაწილეობა

01/05/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებმა, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა და ისნის რაიონის მაჟორიტარმა ზურაბ ქადაგიძემ თბილისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ნამუშევრების გამოფენა-ფესტივალის გახსნაში მიიღეს მონაწილეობა.
ფესტივალი ,,პატარა ხელებით“ წელს პირველად იმართება და საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო მეთოდოლოგიის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების საზოგადოებისათვის გაცნობას ისახავს მიზნად.
ფესტივალი თბილისის რაიონებში ტარდება და პირველი ტური ისნის რაიონში გაიმართა.
საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებმა თამარ ტალიაშვილმა, ზურაბ ქადაგიძემ და თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნინო ბურძენიძემ შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მოწვეული სტუმრებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ ისნის რაიონული ტურის გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრებიდან 30-მდე ნამუშევარი შეარჩია, რომელიც ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე გამოიფინება.
გამოფენა-გაყიდვა და საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა კონცერტი განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე 3 ივნისს გაიმართება.
გაყიდული ნამუშევრებით შემოსული სიმბოლური თანხა კი ,,სოლიდარობის ფონდში“ გადაირიცხება.
ფესტივალის გახსნას სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნინო ხატისკაცი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0