თამარ ტალიაშვილმა საერთაშორისო ფორუმში „საქართველო-ბულგარეთი 2016“ მონაწილეობა მიიღო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ფორუმის „საქართველო-ბულგარეთი 2016“ ფარგლებში, ქალთა ფორუმი თემებზე: „ქალის როლი 21-ე საუკუნეში“ და „სოციალური ცვლილებების გენერატორი“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა მიიღო.
საკრებულოს წევრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და უკანასკნელ წლებში საქართველოში ქალთა უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯების ეფექტურობასა და მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
დეპუტატმა ასევე ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში პრობაციონერ და პატიმარ ქალთა საერთო რაოდენობის შემცირებასა და დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობის გაორმაგებაზე ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდა-განათლების სერვისი გახდა უფასო და ხელმისაწვდომი, რაც ქალებს პროფესიული საქმიანობის გაგრძელების საშუალებას აძლევს.
,,ეს არის ის ტენდენციები და ძირითადი პოსტულატები, რითაც ქვეყნის ხელისუფლება ქალებისთვის ხელშეწყობას გეგმავს’’,-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
დეპუტატმა დამსწრე საზოგადოებას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რამდენიმე კვირის წინ შექმნილ გენდერული საბჭოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ამასთან, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალიტეტების დონეზე, ევროპის ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის ქარტიის პოპულარიზაციის სამოქმედო გეგმებზე, ქართველ და ბულგარელ ხალხთა მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრა.
ღონისძიებზე, რომელიც წმინდა კირილესა და მეთოდეს სახელობის ველიკოტირნოვის უნივერსიტეტის დიპლომატიური კლუბის ორგანიზებით გაიმართა, დღესვე, „საქართველო-ბულგარეთი 2016“ ფარგლებში, გამოფენა -„მეგობრობის პალიტრა“ მოეწყო, სადაც ბულგარელი და ქართველი მხატვრებისა და დიზაინერების მიერ შექმნილი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.
ფორუმში, რომლის ფარგლებშიც ასევე მრგვალი მაგიდა გაიმართა, ბიზნესის, მედიცინის, ხელოვნებისა და მასმედიის სფეროებიდან სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელი ქალბატონები ესწრებოდნენ.

Visited 136 times, 1 visit(s) today