თამარ ტალიაშვილმა სოციალურად დაუცველ მარტოხელა დედას საჩუქრები გადასცა

03/03/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი მარტოხელა, სოციალურად დაუცველ დედას მაკა ჯაოშვილს ესტუმრა, დედის დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
,,ყველა დედას ვულოცავ გაზაფხულის ამ მშვენიერ დღესასწაულს და ბედნიერებას, სიხარულს და შვილების ჯანმრთელობას ვუსურვებ. მინდა აღვნიშნო, რომ მაკა , რომელიც მარტო ზრდის მცირეწლოვან, სპეციალური საჭიროების მქონე შვილს, მხნეობისა და სიძლიერის მაგალითია და ჩვენგან ის მხარდაჭერასა და დაფასებას იმსახურებს,“ – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
მაკა ჯაოშვილმა თამარ ტალიაშვილს დახმარებისა და ყურადღებისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
საკრებულოს დეპუტატის გადაწყვეტილებით, მისი ყოველთვიური სახელფასო დანამატი სრულად საქველმოქმედო მიზნებს ხმარდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0