თამარ ხულორდავა ვიქტორია ჰორვატს შეხვდა

24/10/2017

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ვიქტორია ჰორვატთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
ელჩმა შეხვედრაზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ უნგრეთის აქტიური მხარდაჭერა გამოხატა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
„მნიშვნელოვანია, რომ ელჩს აქვს მუშაობის გამოცდილება კერძო სექტორში, ასევე საქმიანობის გამოცდილება აქვს ტურიზმის სფეროში. ეს ის მიმართულებებია, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან აქტუალურია. დარწმუნებული ვარ, ის თავისი პირადი გამოცდილებითაც ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას და ტურიზმის თვალსაზრისით, იმ ნაკადის კიდევ უფრო გააქტიურებას დაეხმარება, რომელიც საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებობს“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ხულორდავამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0