თამარ ხულორდავა რიგის მე-12 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

28/09/2017

29-30 სექტემბერს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა მონაწილეობას მიიღებს ლატვიის ტრანსატლანტიკური ორგანიზაციის და ლატვიის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი ორგანიზებით დაგეგმილ რიგის მე-12 საერთაშორისო კონფერენციაში.
კონფერენციაზე, სადაც რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებსა და ტენდენციებზე იმსჯელებენ, მიწვეულნი არიან ევროპისა და ამერიკის პოლიტიკური და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მინისტრები, ჟურნალისტები, დიპლომატები და ბიზნეს ლიდერები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0