თაფანის ეკლესია მთლიანად აღდგენილია

18/03/2017

თაფანიდან სამხრეთით,მდ. ხრამის მარჯვენა სანაპიროზე, ნასოფლარ მირტაშენიდან 1,5 კმ-ში, კლდოვან ადგილზე დარბაზული ეკლესია მდებარეობს. ძეგლი უმძიმეს მდგომარეობაში იყო.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ “ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის” ხელშეწყობით ნანგრევებად ქცეული ნაგებობის რეაბილიტაცია განახორციელა და დღეს იგი მთლიანად არის აღდგენილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0