თაყაიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბათუმში თაყაიშვილის ქუჩაზე კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გზის საფარი მოწყობილია გასული საუკუნის 80-იან წლებში. პროექტით გათვალისწინებულია სანიაღვრე არხების, ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობა. სამუშაოების ფარგლებში დაიგება დეკორატიული ფილები. ქუჩების გადაკვეთის ადგილებში ასფალტობეტონის ზედაპირზე თეთრი და ყვითელი ფერის საღებავებით დაიხაზება ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელის აღმნიშვნელი მონიშვნები და განთავსდება შესაბამისი საგზაო ნიშნები. პროექტი ითვალისწინებს, გზაჯვარედინის ოთხივე კუთხეში საკომუნიკაციო ჭებისა და გზაჯვარედინის ბოლოებში სანაგვე ურნების განსათავსებელი ადგილების მოწყობას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გრუნტის მოჭრისა და ასფალტის საფარის დაგების მოსამზადებელი სამუშაოები. სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისის თვეში დაიწყო და 2018 წლის მარტში დასრულდება. თაყაიშვილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 150 ათას 955 ლარი გამოიყო.

Visited 182 times, 1 visit(s) today