თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის ახალი კამპუსი გაიხსნა

06/09/2017

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის ახალი კამპუსი გაიხსნა
სასკოლო კამპუსი 2017-2018 სასწავლო წელს სკოლის 116 მოსწავლესა და საბავშვო ბაღის 60 აღსაზრდელს სთავაზობს ადგილს.
თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა 2010 წელს გერმანელი და ქართველი მშობლების ინიციატივით დაარსდა. საქართველოს მთავრობამ 2014 წელს სკოლის კავშირს ტერიტორია გადასცა გერმანულ საგანმანათლებლო დაწესებულების ასაშენებლად. მშენებლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააფინანსა.
თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა ღიაა ბავშვებისთვის როგორც გერმანულენოვანი სახელმწიფოებიდან, ასევე საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0