თბილისის ერთ-ერთ ქუჩას გმირულად დაღუპული მაშველის სახელი მიენიჭა

13/06/2016

ვაკის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას მეხანძრე-მაშველის, ზურაბ მუზაშვილის სახელი მიენიჭა. დღეს ზურაბ მუზაშვილის ქუჩა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზვიად ქაწაშვილმა გახსნეს.
„ზურაბ მუზაშვილი არის გმირობის სიმბოლო. მან შესანიშნავად აჩვენა მაგალითი, როგორ უნდა მუშაობდეს ნამდვილი მაშველი, რომელიც საკუთარ სიცოცხლეზე არასდროს ფიქრობს და ფიქრობს მათზე, ვისაც შველა სჭირდება. მან რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა საკუთარი სიცოცხლის ფასად“, – განაცხადა დავით დავით ნარმანიამ.
ზურაბ მუზაშვილი 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველმა სტიქიის დროს შვიდი ადამიანის გადარჩენა შეძლო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0