თბილისის ვიცე-მერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მუნიციპალური ტრანსპორტის განახლების საკითხებზე თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებს შეხვდა. თბილისის ვიცე-მერმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თბილისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა.

„EBRD-ს მუნიციპალური პროექტების განხორციელებაში საკმაოდ დიდი წვლილი აქვს შეტანილი. გასულ წელს მათ მუნიციპალური ავტობუსების განახლების პროექტი დააფინანსეს და მიმდინარე ეტაპზეც, EBRD-ის დაფინანსებით, მუნიციპალიტეტის მიერ დამატებით, 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვა ხორციელდება, მათ შორის, 90 ელექტროავტობუსის. აღნიშნული პროექტი EBRD-ის სახსრებით უნდა განხორციელდეს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძირითადად ამ თემებზე და სხვა პოტენციური პროექტების დაფინანსების საკითხებზე გვქონდა დღეს EBRD-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომელიც საკმაოდ პროდუქტიული და შედეგიანი იყო. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მუნიციპალური პროექტების განხორციელების კუთხით, EBRD-თან ყოველთვის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები გვქონდა და გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

შეხვედრაში EBRD-ის ევრაზიის რეგიონული ოფისის დირექტორი ეკატერინა მიროშნიკი, ასევე, რეგიონული ოფისის დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი და სხვა პირები მონაწილეობდნენ.

Visited 117 times, 1 visit(s) today