თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო კლიპის პრეზენტაცია გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო კლიპის პრეზენტაცია გაიმართა.
„დღეს არის გამარჯვების დღე – პირველი ოქტომბერი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ადამიანებმა გაიმარჯვეს. დღეს ჩვენ ისევ ერთად ვართ და ერთად ვამბობთ, რომ ადამიანის ღირსებაზე, მის ბედნიერებაზე გადის გამარჯვება, სახელმწიფოს პერსპექტივა და ქვეყნის მომავალი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პრეზენტაციაზე.
პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა კახა კალაძემაც და მათ მადლობა გადაუხადა.
„საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველი ოქტომბერი ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება. ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა ყოველთვის იყო, არის და იქნება ადამიანი და მისი კეთილდღეობა.
ჩვენი საარჩევნო პროგრამა, ხედვა და მიდგომა განპირობებულია იმ მიმართულებით, რომ დედაქალაქი უფრო ლამაზი, უფრო კეთილმოწყობილი და განვითარებული იყოს“, – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

Visited 255 times, 1 visit(s) today