თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართი კიდევ ერთ ოჯახს გადასცა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მერიამ, უსახლკაროების პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართით კიდევ ერთი ოჯახი დააკმაყოფილა.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე გლდანის რაიონში გვეტაძეების ხუთსულიან ოჯახში იმყოფებოდა და მათ საცხოვრებელი სახლის მიღება მიულოცა.

„დღეს გვეტაძეების ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადავეცით. ვულოცავ მათ და წარმატებებს ვუსურვებ. ჯამში, საცხოვრებლით ათი ოჯახი დაკმაყოფილდა. ასევე, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ სტატუსის მინიჭებას ელიან. მათ არ იციან, რა არის ამისთვის საჭირო. ამ შემთხვევაში, უნდა მიმართონ შესაბამისი რაიონის გამგეობებს ან მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს. აქ აუხსნიან, უსახლკაროს სტატუსის მისაღებად რა დოკუმენტაციაა საჭირო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიამ უსახლკაროების პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე, საცხოვრებელი ფართით 10 ოჯახი უზუნველყო. მომდევნო წლების განმავლობაში, ბინებით 400 თბილისელი უსახლკარო ოჯახი დაკმაყოფილდება. თბილისის მერთან ერთად ადგილზე გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი იმყოფებოდა.

Visited 50 times, 1 visit(s) today