თბილისის მერიამ ქალთა სპორტის ხელშეწყობის პროგრამის ერთწლიანი ანგარიში წარადგინა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ქალთა სპორტის ხელშეწყობის პროგრამის ერთწლიანი ანგარიში წარადგინა. ანგარიშის პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებამ ასევე მოისმინა მიმდინარე წლის გეგმები, გაეცნო სპორტული ფედერაციებისა და კლუბების საჭიროებებს, რომლებიც მომდევნო წლებში, შესაძლოა, პროგრამაში აისახოს. ანგარიშის წარდგენას დაესწრო დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია.

„თბილისის მერიამ, გასულ წელს, კიდევ უფრო გაააქტიურა ქალთა სპორტის მიმართულებით მუშაობა. შეიქმნა კონკრეტული პროგრამა, რომელიც ემსახურება უშუალოდ ქალთა სპორტის განვითარებას და ვფიქრობ 1 წლის შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავია. ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული პროგრამა ნამდვილად საჭირო და მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება. ვფიქრობ, მომავალში კიდევ უფრო მეტად დავინახავთ იმ დადებით შედეგებს, რასაც ამ მიმართულებით მუშაობა მოგვიტანს“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

აღნიშნული პროგრამა თბილისის მუნიციპალიტეტში ითვალისწინებს არა მარტო ქალთა სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობას, არამედ მასობრივი სპორტის პოპულარიზაციასაც. პროგრამის ფარგლებში თბილისის მერია აფინანსებს ქალთა გუნდებს და კლუბებს, რომელთა ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) და ფუნქციონირების ადგილი არის ქალაქი თბილისი. დაფინანსება გაიცემა სხვადასხვა სპორტული ინვენტარის ან/და ეკიპირების შესაძენად ან სავარჯიშო სივრცის იჯარის საფასურის დასაფარად. აღნიშნული ინიციატივა, ასევე, ითვალისწინებს ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის, ფრენბურთის, ხელბურთის ან ჰოკეის (დარბაზის) საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მიღწეული წარმატებისთვის იმ ქალთა გუნდების/კლუბების დაჯილდოებას, რომელთა ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) და ფუნქციონირების ადგილი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე და მიმდინარეობისას არის ქალაქი თბილისი. 2021 წელს, ქალთა სპორტის განვითარების მიზნით, სპორტული ინვენტარის და ეკიპირების შესაძენად, ასევე, სავარჯიშო სივრცის იჯარის საფასურის დასაფარად დაფინანსდა ქალთა 9 კლუბი და ჯამში 167 ბენეფიციარი ქალი.

Visited 56 times, 1 visit(s) today