თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„უახლოეს მომავალში დაგეგმილია გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები აბაშიძის, ბარნოვის, ნუცუბიძის, ჟღენტისა და ჩარგლის ქუჩებზე. ეს გახლავთ ქალაქის საკმაოდ სტრატეგიული, გადატვირთული და რთული მონაკვეთები და მე მინდა დავავალო შესაბამის სამსახურებს, პირველ რიგში, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს, ასევე, გამგეობებს, ტრანსპორტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებს, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები სამუშაოების მოსამზადებლად, სწორად გათვალონ და დაგეგმონ სამუშაოების შესრულების პერიოდები და დრო. ასევე, მოსახლეობას დროულად მიაწოდონ ინფორმაცია დაგეგმილი თუ მიმდინარე საგზაო სამუშაოების შესახებ, რათა მაქსიმალურად იქნეს შემცირებული ქალაქში გადაადგილებისას შექმნილი სირთულეები და სამუშაოები შესრულდეს დადგენილ ვადებში, შესაძლებლობის ფარგლებში კი, კიდევ უფრო ადრეც,“- ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

Visited 152 times, 1 visit(s) today