თბილისის მერის მოადგილე მოსახლეობას გამათბობლების გადამოწმებისკენ მოუწოდებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ თბილისის მოსახლეობას გამათბობლების უსასყიდლოდ გადამოწმებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან თემქაზე მცხოვრები შაბაბიანების ოჯახში სტუმრობის შემდეგ განაცხადა.

„თბილისის მერიამ და ყაზტრანსგაზმა გადაწყვიტეს ერთობლივი კამპანიის წარმოება, რომლის ფარგლებში მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში შეუძლია დარეკოს ცხელ ხაზზე და მოითხოვოს ბრიგადები იმისთვის, რომ გადამოწმდეს მათი გამათბობლები“, – განმარტა სოფიო ხუნწარიამ.

თბილისის მერის მოადგილე ოჯახს კომპანია ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის’’ ხელმძღვანელთან, გიგლა თამაზაშვილთან ერთად ესტუმრა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო.
შაბაბიანების ოჯახის წევრები, მათ შორის ოთხი ბავშვი 6 თებერვალს, არასწორად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლის გამო, CO-თი მოიწამლნენ.

Visited 149 times, 1 visit(s) today