თბილისის მერის მოადგილეების საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის საკითხი მომავალ კვირას გახდება ცნობილი

14/07/2016

თბილისის მერის მოადგილეების მიერ თანამდებობების დატოვება და ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში მათი მოხვედრა მომავალი კვირის დასაწყისში გახდება ცნობილი – აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, თბილისის მერმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს და სავარაუდოდ, მომავალი კვირის სამშაბათისათვის გახდება ცნობილი დატოვებენ თუ არა მისი მოადგილეები თანამდებობებს წინასაარჩევნოდ.დავით ნარმანიამ არ დააკონკრეტა დატოვებს თუ არა თანამდებობას სამივე მოადგილე.

„მიმდინარეობს კონსულტაციები, შედეგებს მოგვიანებით გაგაცნობთ, როგორც კი კონსულტაციების პროცესი დასრულდება“, – განაცხადა ნარმანიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერის მოადგილეები გიორგი ლილუაშვილი, ირაკლი ლექვინაძე და ლაშა აბაშიძე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით თანამდებობებს დატოვებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0