თბილისის მეტრო მუშაობის სტანდარტულ რეჟიმს უბრუნდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მეტრო, დღეიდან, მგზავრებს 06:00 საათიდან 24:00 საათამდე მოემსახურება. 2019 წლის 1 ივლისიდან, ენერგოუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, თბილისის მეტრო შემცირებული გრაფიკით, 23:00 საათამდე მუშაობდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვალა 550 კმ მოძველებული ძალოვანი სადენები და დამონტაჟდა 32 ერთეული ევროპული სტანდარტის გამნიავებელი. პროექტის განსახორციელებლად აზიის განვითარების ბანკის მიერ 15 მილიონი დოლარი გამოიყო. მისი განხორციელებით მნიშვნელოვნად გაიზარდა მეტროს ენერგოუსაფრთხოება, რაც მის შეუფერხებელ ფუნქციონირებას განაპირობებს.

Visited 61 times, 1 visit(s) today