თბილისის მე-19 ჯაზ-ფესტივალი ჯეიმი კალუმის კონცერტით გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის რიგით მე-19 ჯაზ-ფესტივალი ლეგენდარული ბრიტანელი ჯაზ შემსრულებლის – ჯეიმი კალუმის კონცერტით გაიხსნა. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. თბილისის რიგით მე-19 ჯაზ-ფესტივალი, 10-13 ნოემბერს მთავრობის მიერ ინიცირებული მასშტაბური პროექტის Check in Georgia ფარგლებში იმართება, თბილისის საკონცერტო დარბაზი ტრადიციულად, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსების კონცერტებს მასპინძლობს. 11 ნოემბერს, ქართველი მელომანების წინაშე ვარსკვლავურ ტრიოსთან ერთად გრემის მფლობელი მესაყვირე, მულტიინსტრუმენტალისტი, კომპოზიტორი ნიკოლას პეიტონი წარდგება. წლევანდელი ჯაზ-ფესტივალის 4 დღიანი საკონცერტო პროგრამის მონაწილეა ასევე, ცნობილი ჰოლანდილი საქსოფონისტი ქენდი დალფერი, რომელიც საქართველოს ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვევა. 13 ნოემბერს კი, თბილისის რიგით მე-19 ჯაზ-ფესტივალს მსოფლიოს საუკეთესო ჯაზ-ვოკალისტის გრეგორი პორტერის კონცერტი დახურავს

Visited 219 times, 1 visit(s) today