თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აუტიზმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

01/04/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე საკრებულოს წევრებთან ერთად აუტიზმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.
გიორგი ალიბეგაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, აუტიზმის სპექტრის მქონე პირთა მხარდაჭერის საჭიროებაზე ისაუბრა და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული და ეფექტური მონაწილეობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
“დღეს ჩვენ პატივი გვაქვს, რომ დედაქალქის საკრებულოში გიმასპინძლოთ. ამ ისტორიულ შენობას არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის უმასპინძლია, თუმცა, თქვენთან შეხვედრა ყოველთვის გამორჩეული და ლამაზია”,-განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
ღონისძიებაზე, რომელშიც მონაწილეობა ბავშვთა გასართობი ცენტრის მსახიობებმაც მიიღეს, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების ნახატების გამოფენა მოეწყო.
აუტიზმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიება დედაქალაქის საკრებულოში არასამთავრობო ორგანიზაციის “საერთაშორისო დემოკრატიული განვითარების ცენტრის” ორგანიზებით შედგა და მას წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები, აპარატის თანამშრომლები, საზოგადოების ცნობილი სახეები და აუტიზმის სპექტრის მქონე პირები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0