თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

26/10/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ დეპუტატებს განსხილველად დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები წარუდგინა.
კომისიის წევრებმა თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ დადგენილებაში თევდორე კობახიძის ინიციატივით წარმოდგენილ და სახალხო დამცველის მხაედაჭერით განსახორციელებელ ცვლილებებს დაუჭირეს მხარი, რომლის შესაბამისად, პარკირების უფლებით მნიშვნელოვნად და ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ისარგებლებენ.
დღეისათვის არსებული მდგომარეობით კი, სპეციალური პარკირების ადგილით სარგებლობა მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შეუძლია.
დღესვე კომისიის წევრებმა საქართველოს ხელოვნების, კულტურისა და სპორტის დამსახურებულ მოღვაწეთა სახელობითი ფილების (ვარსკვლავის) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე დადგენილების პროექტის საკითხი განიხილეს და საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განხილვას დაუჭირეს მხარი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0