თბილისის საკრებულოში ბელორუსის დელეგაციას უმასპინძლეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბელორუსის რესპუბლიკის საჯარო მოხელეთა სკოლის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე და ფრაქციის „ქართული ოცნება – კონსერვატორები“ თავმჯდომარე ნინო გოგუაძე ესწრებოდნენ.
დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში გამართული შეხვედრა გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნა და ბელორუსის საჯარო მოხელეებს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შემდეგ, ფრაქციის „ქართული ოცნება – კონსერვატორები“ თავმჯდომარემ ნინო გოგუაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებისა და სტრუქტურის შესახებ პრეზენტაცია მოაწყო.
წარდგენის შემდეგ შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუმრები თბილისის მუნიციპალიტეტის სტრუქტურით, უფლებამოსილებით და ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით დაინტერესდნენ, რაზეც საკრებულოს წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.
შეხვედრის შემდეგ ბელორუსის დელეგაციის წევრებმა თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს.
ბელორუსის საჯარო მოხელეთა სკოლის წარმომადგენლები საქართველოში ხუთდღიანი ვიზიტით იმყოფებიან და გამოცდილების გაზიარების მიზნით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ.

Visited 134 times, 1 visit(s) today