თბილისის საკრებულოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პროვინციის დელეგაციას უმასპინძლეს

11/08/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ახვლედიანი, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე, ფრაქციის „ქართული ოცნება – მრეწველები“ თავმჯდომარე ვლადიმერ ძნელაძე და ფრაქციის „ქართული ოცნება – კონსერვატორები“ თავმჯდომარე დავით უთმელიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პროვინციის ოფიციალურ დელეგაციას შეხვდნენ.
შეხვედრა, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში სს „საპარტნიორო ფონდის“ ორგანიზებით გაიმართა, გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნა. მან სტუმრებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის ისტორია, მუნიციპალიტეტის სტრუქტურა და მუშაობის სპეციფიკა გააცნო. საკრებულოს თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებულ სავაჭრო – პოლიტიკური პარტნიორობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა ასევე ჩინეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ძიანგსის პროვინციის ვიცე გუბერნატორმა ლი იხუანმა, რომელმაც ქართულ მხარეს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრას სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პროვინციის დელეგაცია საქართველოში „საპარტნიორო ფონდის“ და ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის ორგანიზებით დაგეგმილი სავაჭრო – ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების რიგით მეორე სემინარში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება, რომელიც სასტუმრო „ჰოთელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ გაიმართება.
დელეგაცია საქართველოს ხუთდღიანი ვიზიტით ეწვია და მის შემადგენლობაში ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები შედიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0