თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოძიების მეთოდოლოგიის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ორგანიზებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოძიების მეთოდოლოგიის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციაზე, რომელსაც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ- მასწავლებლები ესწრებოდნენ, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა სახელმძღვანელოს მნიშვნელობაზე, მისი შექმნის საჭიროებაზე ისაუბრეს და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას რამდენიმე ეგზემპლარი გადასცეს. წიგნები საჩუქრად ასევე გადაეცათ ლექტორებს და სტუდენტებს.

Visited 131 times, 1 visit(s) today