თბილისი აუცილებლად უნდა გავხადოთ ქალაქი, სადაც ახალგაზრდები საკუთარ შესაძლებლობებს დაინახავენ

15/10/2017

„თბილისი აუცილებლად უნდა გავხადოთ ქალაქი, სადაც ახალგაზრდები საკუთარ შესაძლებლობებს დაინახავენ“ – აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ ახალგაზრდებთან შეხვედრისას გააკეთა.
კახა კალაძემ ახალგაზრდებს დღეს ვებ-პლატფორმა გააცნო, რომლის საშუალებით ისინი საკუთარი ხედვების თბილისის მერისთვის წარდგენას და განხილვის შემდეგ მათ განხორციელებას შეძლებენ.
„მინდა წარმოგიდგინოთ პლატფორმა, რომელზეც მიდის მუშაობა და რომელსაც მალე დავასრულებთ. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, ამ პლატფორმის საშუალებით წარმოადგინოთ თქვენი კონკრეტული ხედვები და გეგმები ქალაქთან დაკავშირებით. ჩვენ განვიხილავთ ამ პროექტებს და ერთად შევძლებთ მათ განხორციელებას“ – განაცხადა კახა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0