თბილისი საერთაშორისო საავიაციო ფორუმს

21/02/2018

სასტუმრო ,,ბილტმორში“ საერთაშორისო საავიაციო ფორუმის, CONNECT 2018-ის საიუბილეო, რიგით მე-15 ღონისძიება მეორე დღეა გრძელდება.
ფორუმში 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.
ფორუმის მეორე დღე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა გახსნა.
გიორგი ჩერქეზიშვილის თქმით, Connect ეს არის პლატფორმა, როდესაც ხდება ავიაკომპანიების, აეროპორტების და ამ ბიზნესთან დაკავშირებული კომპანიების ყოველწლიური შეკრება, სადაც იგეგმება მომავალი წლის გეგმები და ზოგადად ხდება მათი ურთიერთდაკავშირება.
ფორუმზე სიტყვით გამოვიდა ეკონომიკის სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ქეთი ალექსიძე.
ქეთი ალექსიძის განცხადებით, ფორუმზე შეკრებილი ყველა დელეგატი ამბობს, რომ საქართველომ ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
საქართველოს მთავრობამ რვა თვის წინ გადაწყვიტა CONNECT 2018-ის შერჩევის პროცესში მიეღო მონაწილეობა და საქართველო რიგით მეთხუთმეტე საიუბილეო ფორუმის მასპინძელი გამხდარიყო. მასშტაბური,საერთაშორისო დონის ღონისძიება წელიწადში ერთხელ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0