თბილისობის მოსამზადებელი სამუშაოები დედაქალაქის სხვადასხვა ადგილებში მიმდინარეობს

06/10/2017

თბილისობის მოსამზადებელი სამუშაოები დედაქალაქის სხვადასხვა ადგილებში მიმდინარეობს. თბილისის მერი დავით ნარმანია ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროს ია მაქაცარიასთან ერთად ევროპის მოედანსა და ,,ახალ ტფილისში” იმყოფებოდა.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, სახალხო დღესასწაული წელსაც მასშტაბური იქნება და მთელ ქალაქს მოიცავს, მთავარი ლოკაციები კი “ახალი ტფილისი”, რიყე და ლეღვთახევი იქნება.
#თბილისობა2017-ის ფარგლებში, მოეწყობა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, საბავშვო, გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, კულინარიული გამოფენა-გაყიდვები, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0