თბილისში ექვსი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა – არიან დაშავებულები

06/01/2016

თბილისში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვეფხისა და მოყმის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავარია მოხდა.

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ექვსი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად, ოთხი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0