თბილისში ინტერპოლის მიერ ძებნილი პიროვნება დააკავეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს – „თბილისის აეროპორტის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ისრაელიდან საქართველოში შემოსვლისას, მადრიდის ინტერპოლის მიერ 2007 წლიდან ძებნილი, ისრაელის მოქალაქე, 1974 წელს დაბადებული დ.შ. დააკავეს.
დაკავებულს ბრალი ედება ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის 1-ლი ნაწილის და 387-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც ვალუტის და საგადასახადო შტამპების გაყალბებას გულისხმობს.
ამჟამად, დაკავებულის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.

Visited 160 times, 1 visit(s) today