თბილისში მზის ენერგიაზე მომუშავე სანათები დამონტაჟდა

06/02/2017

შპს “თბილსერვის ჯგუფმა” გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან, საპილოტე პროექტის ფარგლებში, ახალი თანამედროვე ტიპის მზის ენერგიაზე მომუშავე „ლედ“ სანათები დაამონტაჟა. აღნიშნული სანათები აღჭურვილია სპეციალური მზის ელემენტებით, რომლის მეშვეობით დღის განმავლობაში მიღებული ენერგია გარდაიქმნება ელექტრო ენერგიად და სპეციალური სენსორის მეშვეობით ღამით ავტომატურად ირთვება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0