თბილისში მრავალდონიანი ავტოსადგომების მშენებლობა იგეგმება

05/04/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საკრებულოს დეპუტატებთან ერთად სასტუმროში „რედისონი“ მრავალდონიანი ავტოსადგომების მშენებლობასთან დაკავშირებით პროფესიული მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების მსოფლიოში უმსხვილესი ქსელის – PWC-ის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაციას დაესწრო.
დამსწრე საზოგადოებას ჩატარებული კვლევის შედეგები დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან ერთად გააცნო.
წარმოდგენილი კვლევის შესაბამისად, მრავალდონიანი პარკინგების ასაშენებლად თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაკვეთით კომპანია PWC-იმ დედაქალაქის მაშტაბით 10 ადგილი შეარჩია, რომელთაგან 9 მიწისქვეშა პარკინგია (რკინიგზის სადგურის, მეტრო მარჯანიშვილის, ფილარმონიის, პუშკინის მოედნის, ისნის მეტროს, დინამოს სტადიონის, გულუას მოედნის, ვარკეთილის მეტროს და გეგეშიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიები), ხოლო ერთი კი მიწის ზედა (თბილისის მერიის მიმდებარედ), რომელთა მშენებლობაც ქალქის იერსახეზე უარყოფითად არ აისახება.
მრავალდონიანი ავტოსადგომების მშენებლობისთვის თბილისის მერია კომპანიებს კონკურსის წესით შეარჩევს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0