თბილისში საქართველო-ყაზახეთის ბიზნესფორუმის გამართვა იგეგმება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისში საქართველო-ყაზახეთის ბიზნესფორუმის გამართვა იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბაურჟან მუხამეჯანოვის შეხვედრაზე აღინიშნა.
საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და პარტნიორობას, ასევე – ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის გარემოსდაცვით კონცეფციაზე – „მწვანე ეკონომიკა”, რომელიც ქვეყნის ეკოლოგიის გაჯანსაღებასა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული.
შეხვედრისას, საუბარი შეეხო სტრატეგიულ პროექტებს და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობას.
მხარეებმა ასევე, განიხილეს საქართველოში „ყაზახინვესტის” წარმომადგენლობის გახსნის პერსპექტივა, რაც ქვეყანაში მეტი ყაზახური ინვესტიციის მოზიდვას და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

Visited 139 times, 1 visit(s) today