თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აღმაშენებლის ხეივანში არსებული ხიდი გზაგამტარის (გუდვილის მიმდებარე ტერიტორია) რეაბილიტაციის გამო მიმდინარე წლის 9 აპრილიდან 20 დღის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება (დასავლეთიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით).

როგორც prof-news-ს თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურიდან აცნობეს, ხიდზე დაგეგმილია დაზიანებული სადეფორმაციო ნაკერების შეცვლა-რეაბილიტაცია. სამუშაოებს აწარმოებს შპს „კ.მ.პ“.

გარდა ამისა, საგზაო სამუშაოების გამო, წუხელ, 23:00 საათიდან დღეს, 23:00 საათამდე სამტრედიის ქუჩის ერთ მონაკვეთზე (წერეთლის ქუჩიდან აგლაძის ქუჩისკვეთამდე) საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი აღნიშნულ პერიოდში იმოძრავებს ალტერნატიული გზით.

თბილისის მერია მოქალაქეებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.

Visited 155 times, 1 visit(s) today