თბილისში ხვალ ძლიერი ქარია მოსალოდნელი

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხვალ წვიმას, 5 აპრილიდან კი გამოდარებას პროგნოზირებენ. როგორც prof-news-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +20 +23 გრადუსის ფარგლებში.

სინოპტიკოსები დღეს აღმოსავლეთ საქართველოშიც თბილი ამინდს პროგნოზირებენ, ტემპერატურა იქნება +16 +21 გრადუსის ფარგლებში.

როგორც სვეტლანა ნიორაძემ აღნიშნა, ამაღამ მოსალოდნელია შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, თუმცა ეს იქნება სწრაფი და ერთდღიანი შემოჭრა. შესაბამისად, ხვალ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მაღალმთაში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან – ქარბუქი. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან – ძლიერი 20-25 მეტრი წამში, აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის, თბილისშიც შესაძლებელია, 28 მეტრ წამამდეც გაძლიერდეს. ჰაერის ტემპერატურა +7 +12 გრადუსის ფარგლებში იქნება.

მისივე თქმით, 4 აპრილს უკვე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა +9 +14 გრადუსია მოსალოდნელი. 5 აპრილს ტემპერატურა +13 +19 გრადუსის ფარგლებში იქნება და 6-7 აპრილს კიდევ უფრო მოიმატებს.

Visited 211 times, 1 visit(s) today