თბილისში ხუთვარსკვლავიანი დიზაინ-სასტუმრო „IOTA HOTEL TBILISI“ გაიხსნა

09/06/2017

თბილისში ხუთვარსკვლავიანი დიზაინ-სასტუმრო „IOTA HOTEL TBILISI“ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.
პროექტი კერძო ინვესტიციით შეიქმნა. მისი ღირებულება 20 მილიონ ლარამდეა. 90 ნომერზე გათვლილი სასტუმროს მშენებლობასა და კეთილმოწყობაში გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა ქართული ხის მასალები. სასტუმროში 300 კვ/მ ფართობზე განთავსებულია ვერტიკალური ბაღი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0