თეატრალურ უნივერსიტეტში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

18/09/2017

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და შენობაში დასრულებული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. კულტურის მინისტრი თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეხვდა და პირველკურსელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, აღდგა თეატრალური უნივერსიტეტის შენობის მთავარი შესასვლელის კიბის უჯრედების საფეხურები და ბაქნების დაზიანებული ადგილები, უკანა ფასადი, ეზოს შესასვლელები, სრულად გარემონტდა შენობის ინტერიერი და სასწავლო აუდიტორიები. რესტავრირდა რუსთაველის თეატრის მე-3 დონეზე მდებარე აკაკი ხორავას სახელობის აუდიტორიის თანდართული ორიენტალისტური მოხატულობა. უნივერსიტეტის სასწავლო სცენა აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკური აპარატურით, ასევე, გარემონტდა მაყურებელთა დარბაზი. მთლიანად გამოიცვალა ელექტროგაყვანილობა, გათბობისა და გაგრილების სისტემები, დამონტაჟდა სახანძრო უსაფრთხოების სისტემა, გამაგრდა სართულებსშორისი გადახურვა, ტექნიკურად გაიმართა შენობაზე დადგმული კოშკები, სარკმლის კონსტრუქციები და სველი წერტილები. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2015 წელს დაიწყო მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციების იმ შენობებში, სადაც რამდენიმე ათეული წელია ინფრასტრუქტურული პრობლემები არ იყო მოგვარებული. ამ დროისათვის მიმდინარეობს რამდენიმე ათეული შენობის რეაბილიტაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0